რამდენად გამჭვირვალე და ინფორმაციულია ვანის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განაგრძობს კვლევას მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. ამჯერად წარმოგიდგენთ ვანის მუნიციპალიტეტის შედეგებს.
ჩატარებული კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოვლინდა:
ვანის საკრებულომ ვანის მუნიციპალიტეტს 2016 წლის 4 თებერვალს მიღებული N5 დადგენილებით განუსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი. მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;
თუმცა მერიისა და საკრებულოს საერთო ვებ-გვერდზე (http://vani.gov.ge/) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას.
დეტალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რა სახის ინფორმაცია ქვეყნდება ვანის საკრებულოსა და მერიის საერთო ვებ-გვერდზე იხილეთ გრაფიკებზე
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ვანის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა, შეასრულონ 2016 წლის 4 თებერვალს მიღებული N5 დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ასევე, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მეტი გამჭვირვალობისთვის აუცილებელია ვანის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ შექმნან დამოუკიდებელი ვებ-გვერდები.
პუბლიკაცია მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით