ENG

რამდენად გამჭვირვალე და ინფორმაციულია შუახევის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი

21 თებერვალი, 2018

შუახევის მუნიციპალიტეტი ვებ-გვერდზე ინფორმაციას სრულად არ აქვეყნებს. საჯარო დაწესებულებებს 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ/გამოეცათ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები. ჩვენ უკვე შევისწავლეთ რამდენიმე თვითმმართველი ერთეულის ვებ-გვერდი, ამჯერად კი შუახევის მუნიციპალიტეტის შედეგებს წარმოგიდგენთ:

  • შუახევის საკრებულომ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი 2016 წლის 29 იანვარს დაადგინა;

  • მიღებული დადგენილება შეესაბამება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;

  • თუმცა შუხევის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე (www.shuakhevi.ge) დადგენილებით განსაზღვრული ინფორმაცია სრულად არ ქვეყნდება;

  • არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მერიის და საკრებულოს სტრუქტურისა და მათი ფუნქციების შესახებ, არ არის გამოქვეყნებული ცალკეული სამსახურების დებულებები, ასევე ინფორმაცია საკადრო უზრუნველყოფის შესახებ, ვებ-გვერდზე არ ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ და ა.შ.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკებში


 

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს შუახევის მერიასა და საკრებულოს დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა, შეასრულონ 2016 წლის 29 იანვარს მიღებული დადგენილებებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით