მესტია: ოპოზიციის აქტივისტებთან დაკავშირებულ ინციდენტებთან კითხები კვლავ რჩება
2010 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში მესტიაში ხელისუფლებადმი კრიტიკულად განწყობილ ოპოზიციის წარმომადგენლებზე განხორციელებულმა ზეწოლამ ჩაახშო ოპოზიციის ხმა სვანეთში დაწყებულ აქტიურ ტურისტულ სეზონზე. 5 თვის შემდეგაც კი წინასაარჩევნოდ ოპოზიციის აქტივისტებზე განხორციელებული მუქარის გამო ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალჩინოსნებისა და შეიარაღებული სპეცდანიშნულების წარმომადგენლებისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. თუმცა კი, ამ ინციდენტის შემდეგ სამი სხვადასხვა მოწმისა და ოპოზიციის აქტივისტის დაპატიმრება და/ან დაშინება განხორციელდა . 2010 წლის 3 მაისის საღამოს, ადგილობრივ არჩევნებამდე თითქმის 1 თვით ადრე, ადგილობრივი მთავრობის რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში, ზაზა გოროზია და ათეულობით შეიარაღებული პირი სამართალდამცავი ორგანოებიდან ჯიპებითა და პიკაპებით ღამის 3 საათზე ავიდნენ მესტიაში და ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. მათ ოპოზიციის რამდენიმე წარმოამადგენელი მიიყვანეს გამგეობაში, სადაც ზეწოლის გზით აიძულეს ხელი მოეწერათ განცხადებისთვის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურების მოხსნის შესახებ. ინციდენტი ფარულად სამოყვარულო კამერით გადაიღეს. დღემდე ამ „სპეცოპერაციის“ მონაწილე არცერთი თანამდებობის პირისათვის არ მოუთხოვიათ პასუხი. 3 მაისის შემდეგ რწმუნებულმა გოროზიამ საარჩევნოდ შექმნილი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის „რეკომენდაცით“ დროებით დატოვა პოსტი და შვებულებაში გავიდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ის კვლავ დაბრუნდა თანამდებობაზე და დღესაც აგრძელებს საქმიანობას. 3 მაისს ოპოზიციური პარტიების სამი აქტივისტის წყალობით, ინციდენტი სამართლიანად გაშუქდა მედია საშუალებებში („რუსთავი 2-სა“ და „იმედს“ საერთოდ არ გაუშუქებიათ ეს ფაქტი). ერთ–ერთი მათგანი, ნელი ნავარიანი მაისის ადგილობრივი არჩევნებისას აირჩიეს მესტიის საკრებულოს წევრად ოპოზიციური პოლიტიკური ბლოკიდან „ალიანსი საქართველოსთვის“. ნავერიანი ხმამაღლა საუბრობდა წინასაარჩევნო მუქარებსა და დაშინებებზე. იგი ასევე დაინტერესდა ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობით. ივლისში ნავერიანი და მისი 3 ნათესავი დააკავეს გამოძალვის ფაქტზე. ტელეკომპანია რუსთავი 2–სა და იმედის საინფორმაციო გადაცემებში გასულ სიუჟეტებში, სადაც დაკავებულთა ბრალეულობაზე იყო საუბარი, არ ჩანდა დაშინებისა და მუქარის დამამტკიცებელი სავარაუდო სამხილები, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ გამოძალვის ფაქტის დასამტკიცებლად.(ორივე ტელეკომპანია პრო–სამთავრობოდ მიიჩნევა). 14 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, შოთა უტიაშვილმა ამ შემთხვევის შესახებ სამოქალაქო სექტორის დამატებითი მტკიცებულებებით უზრუნველყოფის პირობა დადო. თუმცა, არასამთავრობო სექტორის (მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“) მოთხოვნათა მიუხედავად, სამინისტროს პირობა არ შეასრულა. ბევრ კითხვას იწვევს ის პროცედურები და ვადები, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებდა აღნიშნული საქმის გამოძიებისას: კერძოდ, ნავერიანისა და მისი ნათესავების დაკავება მოხდა სულ რაღაც ხუთ დღეში მას შემდეგ, რაც კანადელი ინვესტორის წარმომადგენელმა პოლიციას მიმართა გამოძალვის ფაქტზე. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ამ მოკლე დროში პოლიციამ მოახერხა ყველა მნიშვნელოვანი და საკმარისი სამხილის შეგროვება, ეჭვმიტანილთა დასაკავებლად სპეციალური ოპერაციის ჩატარებაზე გადაწყვეტილების მიღება და მისი შესრულება. ლეიბორისტული პარტიის წევრმა ალექსანდრე ხერგიანმა ასევე ხმამაღლა გააკრიტიკა 3 მაისის მოვლენები და წინასაარჩენო მუქარებისა და დაშინებების მცდელობები. აგვისტოს თვეში ხერგიანის სამეზობლოში გაჩენილი შემთხევითი ხანძრის შესახებ მას და გამგებელს შორის გამართული კამათის დროს, გამგებელს სახეში სილა გააწნეს. ხერგიანის მტკიცებით, რამდენიმე დღეში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა მას აცნობეს, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრული იყო და შესთავაზეს მას საკუთარ თავზე აეღო გამგებელის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე „პასუხისმგებლობა“. წინააღმდეგ შემთხვევაში მის შვილს შეექმნებოდა პრობლემები, რომელიც, მათი თქმით, ამ ინციდენტის მონაწილე იყო. ამ შემთხვევამ ლეიბორისტული პარტიის და არასამთავრობო სექტორის ყურადღება მიიპყრო. მისი გაშუქების შემდეგ ხერგიანს პრობლემები აღარ შეჰქმნია. ოპოზიციის მესამე აქტივისტი, კახა ჟორჟოლიანი („ალიანსი საქართველოსთვის“) 3 მაისის ინციდენტის გახმაურების თვალსაზრისით ასევე ძალიან აქტიური იყო. ივლისის ბოლოს, ჟორჯოლიანის ძმას უმნიშვნელო ავტოსაგზაო შემთვევა შეემთხვა მესტიის ცენტრში, თავისი საცხოვრებელი სახლის ახლოს. ჟორჟოლიან,ს, მანქანის მძღოლსა და ცენტრში შეკრებილ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი გაიმართა. შედეგად მეორე (ავარიაში მყოფი) მანქანის მძღოლი დაზიანებების შედეგად მოათავსეს საავადმყოფოში. ინციდენტის ადგილზე არავინ დაუკავებიათ (პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა). 2 კვირის შემდეგ ჟორჟოლიანის ძმა დააკავეს მძღოლისათვის ფიზიკური ზიანის განზრახ მიყენების ბრალდებით. ჟორჟოლიანის წინააღმდეგ ჩვენება შეთხვევის მოწმეებიდან მხოლოდ იქ მყოფმა ორმა პოლიციელმა მისცა. სხვა მოწმეები (ადგილობრივი მოსახლეობიდან) გამოძიებას არ დაუბარებია. არც თავად მძღოლი ადებს ხელს ხელს ჟორჟოლიანს, რომელიც ამტკიცებს, რომ მძღოლი დანით დაემუქრა და იგი თავდაცვის მიზნით მოქმედებდა. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ნაკლებობის, ციხის საშინელი პირობების და სისხლის სამართლის საქმეთა შემთხევევების 99%–ში ეჭვმიტანილის მსჯავრდებულად ცნობის გამო საეჭვოა, რამდენად დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ წარიმართება ოპოზიციის აქტივისტებისა და მათი ოჯახის წევრების საქმეები განხილვა. დაკავებულთა ახლობლების თქმით (ისინი კარგად იცნობენ სიტუაციას), დაპატიმრებულთა საკითხის გადასაწყვეტად საუკეთესო გამოსავალი არის მათ მიერ დანაშაულის აღიარება და საპროცესო გარიგებაზე მოლაპარაკება. 2010 წელს მთავრობამ ინტენსიური კამპანია წამოიწყო ტურისტების მისაზიდად სვანეთში. ამ კამპანიის ნაწილი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი სვანეთში ამ რეგიონის განვითარების პროგრესისა და ახალი გზის მშენებლობის სანახავად. ამ ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს მგზავრობის ხანგრძლივობა. მიუხედავად ხელისუფლების მცდელობებისა, დანერგოს თანამედროვე ინფრასტრუქტურა მესტიაში, მთავრობის წარმომადგენელთა მიერ ინიციირებული გამოძიებები სავარაუდო დანაშაულებათა შესახებ სიტუაციის გაუმჯობესებას ხელს ნამდვილად არ უწყობს.