პარლამენტარი გოგი მეშველიანი დეკლარაციაში 4 უძრავ ქონებას არ უთითებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

პარლამენტარი გოგი მეშველიანი დეკლარაციაში 4 უძრავ ქონებას არ უთითებს

03 აგვისტო, 2023

საქართველოს პარლამენტის წევრმა ქართული ოცნებიდან, გოგი მეშველიანმა 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა მის სახელზე არსებული 4 უძრავი ქონება. მეშველიანი 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია და ერთ-ერთია იმ პარლამენტარებს შორის, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსული კანონის მიღებას.

გოგი მეშველიანს ეკუთვნის 4 ერთეული დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება:

  1. ბინა თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე - 158.37 კვ.მ.
  2. მიწის ნაკვეთი ქალაქ ბოლნისში  - 875 კვ.მ
  3. მიწის ნაკვეთი ქალაქ ბოლნისში - 231 კვ.მ
  4. მიწის ნაკვეთი ქალაქ ბოლნისში - 1525 კვ.

მეშველიანი, როგორც თანამდებობის პირი, ვალდებულია ყველა ეს ინფორმაცია ასახოს დეკლარაციაში. ინფორმაციისთვის, საჯარო სამსახურის ბიურომ 2017 წელს მეშველიანის დეკლარაცია უარყოფითად შეაფასა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს შეისწავლოს გოგი მეშველიანის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.