ონის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ონის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებს

06 აგვისტო, 2018

 

ონის მუნიციპალიტეტი ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციას არაჯეროვნად აქვეყნებს, მას არც საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი აქვს მიღებული[1], რითაც არღვევს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. კოდექსის თანახმად, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები მუნიციპალიტეტეს 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღო.

ჩვენ გადავამოწმეთ ონის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი  (http://oni.gov.ge/), მისი გამჭვირვალობის და ინფორმირებულობის დონე კი მუნიციპალიტეტის უმრავლესობაში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად შევაფასეთ. 

როგორც ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, ონის მუნიციპალიტეტი საჯარო ინფორმაციის უმეტეს ნაწილს ვებ-გვერდზე არ აქვეყნებს.

დეტალური მონაცემები იხილეთ გრაფიკებზე:

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”  ონის მუნიციპალიტეტს მოუწოდებს:

უახლოეს დროში შეასრულოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტი, ასევე უზრუნველყოს ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

 

 


[1] საკრებულომ 2016 წლის 21 იანვარს მიღებული N4 დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი; თუმცა იმავე წლის 26 აგვისტოს N 18 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოაცხადა