მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ვებ-გვერდები გამჭვირვალობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” განაგრძობს მუნიციპალიტეტებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებული პრაქტიკის შესწავლას. ამჯერად, წარმოგიდგენთ მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების შედეგებს, რომელთა ვებ-გვერდებიც გამჭვირვალობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულებებს 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ/გამოეცათ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები.
მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების შემთხვევაში:
მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს მიღებული აქვთ დადგენიელება საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების შესახებ, თუმცა მიღებული დადგენილებები არ შეესაბამება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
როგორც მესტიის, ასევე წალენჯიხის საკრებულოების მიერ მიღებულ დადგენილებებში სრულყოფილად არ არის ასახული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა;
მესტიის შემთხვევაში დადგენილებით სულ 9 სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაა განსაზღვრული, წალენჯიხის შემთხვევაში კი 27, მაშინ როდესაც რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების დადგენილებებით გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა 50 სხვადასხვა საკითხს მოიცავს.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ როგორც მესტიის, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დადგენილებით განსაზღვრულ ინფორმაციას არასრულად აქვეყნებს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრაფიკებში
მესტიის მუნიციპალიტეტი:
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი:


“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს მესტიისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს შესაბამის დადგენილებებში შეიტანონ ცვლილებები და მოიყვანონ შესაბამისობაში საქართველოს მთავრობის N219 დადგენილებასთან, ასევე უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდებზე.
პუბლიკაცია მომზადდა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით
