კომუნიკაციების კომისიის წევრი, ნათია კუკულაძე დეკლარაციაში ხელფასს, 5 უძრავი ქონებასა და მეუღლის ბიზნესს მალავს - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

კომუნიკაციების კომისიის წევრი, ნათია კუკულაძე დეკლარაციაში ხელფასს, 5 უძრავი ქონებასა და მეუღლის ბიზნესს მალავს

11 ივლისი, 2023

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ 2022 და 2023 წლებში შევსებულ დეკლარაციებში არ მიუთითა თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი, უძრავი ქონება და ინფორმაცია მისი მეუღლის, ოთარ ლორთქიფანიძის, სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

დარღვევა #1

კუკულაძესა და მის მეუღლეს ეკუთვნით 5 ერთეული დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება:

  1. ბინა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე - 124.75 კვ.მ.
  2. ავტოსადგომი თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე - 15.05 კვ.მ.
  3. ბინა თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე - 117.04 კვ.მ.
  4. სარდაფი თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე - 12.88 კვ.მ.
  5. ბინა თბილისში, საკანდელიძის ქუჩაზე - 68.90 კვ.მ.

დარღვევა #2

კუკულაძეს დეკლარაციებში ასევე არ აქვს მითითებული ინფორმაცია მეუღლის, ოთარ ლორთქიფანიძის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ:

  1. შპს ატრიუმი - დირექტორი
  2. სს მუხიანი რესიდენსი - დირექტორი, წილი 100%
  3. შპს ლილო პროექტი - დირექტორი, წილი 25%

დარღვევა #3

კუკულაძემ დამალა ხელფასი, რომელსაც ის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობიდან იღებს. ინფორმაციისთვის, მარეგულირებელი კომისიის წევრების ანაზღაურება ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ქვეყანაში. 2020 წლის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, კომისიის წევრის საშუალო თვიური ანაზღაურება 15 ათას ლარს აღემატება.

კუკულაძე, როგორც თანამდებობის პირი, ვალდებულია ყველა ეს ინფორმაცია ასახოს დეკლარაციაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს შეისწავლოს კუკულაძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

 

განახლება: ჩვენი მასალის გამოქვეყნების შემდეგ ნათია კუკულაძემ განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო დეკლარაციაში ნაპოვნი ხარვეზები, რის გამოც მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს, რომელმაც “ტექნიკური გაუგებრობა” დაადგინა. დეკლარაციაში შესაბამისი შესწორებები უკვე შევიდა.

პირველ რიგში, მივესალმებით ქალბატონი ნათიას მყისიერ რეაქციას და ვიმედოვნებთ, რომ ის მომავალშიც გააგრძელებს ქონების დეკლარირების ვალდებულების სრულყოფილად შესრულებას. 

მოვუწოდებთ საჯარო სამსახურის ბიუროს, უმოკლეს ვადაში აღმოფხვრას ის გარემოება/ები, რაც იწვევს ამგვარ “ტექნიკურ გაუგებრობებს”.