ცაგერის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი ინფორმაციული არ არის - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ცაგერის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი ინფორმაციული არ არის

17 სექტემბერი, 2018

 

ცაგერის მუნიციპალიტეტი ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციას არაჯეროვნად აქვეყნებს, რითაც არღვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ჩატარებული კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოვლინდა:

  • ცაგერის საკრებულომ 2016 წლის 6 აპრილს მიღებული N17 დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;
  • მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N 219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს ადგენს.
  • მერიისა და საკრებულოს საერთო ვებ-გვერდი (https://tsageri.gov.ge) სტრუქტურულად გამართულია, თუმცა მასზე განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას;

დეტალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რა სახის ინფორმაცია ქვეყნდება ცაგერის საკრებულოსა და მერიის საერთო ვებ-გვერდზე იხილეთ გრაფიკებზე:

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს, დროულად აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემები, შეასრულონ 2016 წლის 6 აპრილს მიღებული N17 დადგენილებით ნაკისრი ვალდებულება და უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ასევე, ორგანიზაციის რეკომენდაციააა, რომ მეტი გამჭვირვალობისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ შექმნან დამოუკიდებელი ვებ-გვერდები.