დმანისის ყოფილ მერზე შეიარაღებული თავდასხმა პროკურატურამ სრულყოფილად უნდა გამოიძიოს
11 დეკემბერი, 2023
2023 წლის 1 ნოემბერს დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს, რომელიც ამჟამად მოქმედი ხელისუფლების ოპოზიციაში იმყოფება, თავს დაესხნენ. ავტომანქანით გადაადგილებისას მას ავტომანქანით ორი პირი აედევნა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. ტატუაშვ