ვიდეოინსტრუქციები
როგორ გამოვიყენოთ Google ეფექტურად?
ამ ვიდეოში გაჩვენებთ, თუ როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ Google ეფექტურად და როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია Google-ის საძიებო სისტემის მეშვეობით.
ხშირად ჩვენი ძიების შედეგებს საძიებო სიტყვები და კომბინაციები განსაზღვრავს, შესაბისად მნიშვნელოვანია თუ რა „გასაღები სიტყვებით” ვეძებთ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას.
ვიდეოში მოკლედაა აღწერილი, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ Google-ის საძიებო სისტემა ახალი ამბების, კვლევების, სამეცნიერო ნაშრომების, წიგნების, მისამართების და ჩვენთვის საინტერესო სხვა ინფორმაციის მოსაძიებლად.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოამზადებს ვიდეო ინსტრუქციების სერიას, რომლებშიც სხვა სასარგებლო ონლაინ რესურსებსაც გაეცნობით
როგორ მოვძებნოთ კომპანიების მფლობელები?
ამ მოკლე ვიდეოში განახებთ, თუ როგორ უნდა მოვძებნოთ ქართული კომპანიების მფლობელები ონლაინ წყაროების გამოყენებით. მაგალითისთვის, შევეცდებით მოვძებნოთ თბილისის წყალმომარაგების კომპანიის, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მფლობელები.
ვიდეოში მოკლედაა აღწერილი, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებსაიტი, რომელზეც თავმოყრილია საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია კომპანიების დირექტორებსა და მფლობელებზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მოამზადებს ვიდეო ინსტრუქციების სერიას, რომლებშიც სხვა სასარგებლო ონლაინ რესურსებსაც გაეცნობით.
Djvu ფორმატის ფაილების წასაკითხი პროგრამების გადმოსაწერი ბმულები:
Windows-ისთვის: http://en.softonic.com/s/djvu-reader-download-free
Mac-ისთვის: http://www.macupdate.com/app/mac/20541/macdjview