ყინულისმოედანი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG
ყინულისმოედანი
06 აგვისტო, 2020

ზუგდიდში ყინულის ჯერაც დაუსრულებელი მოედნის მოწყობაზე 8 მილიონ ლარამდე დაიხარჯა

 ზუგდიდში ყინულის მოედნის მშენელობის პროცესი, რომელიც 2007 წელს დაიწყო, დღემდე არ დასრულებულა. ამ პერიოდში მოედანი ორჯერ აშენდა და ორჯერ მოხდა მისი დემონტაჟი, მიმდინარე წელს კი მოედანი მესამედ უნდა აშენდეს. გაწეულმა ხარჯებმა ჯამში 7,996,496 ლარი შეადგინა.