მალხაზ ჭკადუა
რეგიონული კოორდინატორი / სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი
malkhaz.chkadua@transparency.ge
მალხაზ ჭკადუა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2015 წლის თებერვლიდან შეუერთდა.
მალხაზს ჟურნალისტიკის დარგში ბაკალავრის ხარისხი დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტში აქვს მიღებული. მაგისტრის ხარისხი მან მედია მენეჯმენტსა და მასობრივ კომუნიკაციაში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მიიღო.
სხვადასხვა დროს მალხაზ ჭკადუა მუშაობდა მე–9 არხზე, ჟურნალ „ლიბერალში“, “ინტერპრესნიუსში”, რადიო „პალიტრაში“, რადიო „იმედზე“ და რადიო “ქალაქში”.
ამჟამად მალხაზი “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ბათუმის ოფისის და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორია.