ENG

ლიკა საჯაია

პროექტის მენეჯერი / საპარლამენტო მდივანი
lika.sajaia@transparency.ge

ლიკა საჯაიას სამართლის დოქტორის ხარისხი მიღებული აქვს  ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  2007 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. არის გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2008-2009 წლებში იყო მაქს პლანკის ინტელექტუალური საკუთრებისა და კონკურენციის სამართლის ინსტიტუტის დოქტრორანტი სტიპენდიანტი,  სადაც მუშაობდა სამეცნიერო კვლევაზე საავტორო სამართალში.   არის არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი.

აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც: „კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრში”,  სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტსა და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. არის საქართველოს პარლამენტის მიერ 2013-2014 წლებში მიღებული რამდენიმე კანონის ავტორი.