ENG

გიორგი ონიანი

აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
giorgi.oniani@transparency.ge

გიორგი ონიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2015 წლის თებერვლიდან შეუერთდა. ის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა.

გიორგის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში მიღებული აქვს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში. მას ასევე მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ბიზნეს ეკონომიკაში, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან (UCL).

სხვადასხვა დროს გიორგი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის თანაშემწედ და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში. 2005–2008 წლებში გიორგი იყო პრემიერ-მინისტრის თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, ხოლო 2009–2011 წლებში - პრემიერ-მინისტრის უფროსი მრჩეველი. 2011–2013 წლებში გიორგი იყო ბიზნეს ომბუდსმენის მოადგილე.