ENG

ანა ბერძენიშვილი

იურისტი
ana.berdzenishvili@transparency.ge

ანა ბერძენიშვილი 2013 წლის ოქტომბრიდან შეუერთდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ბათუმის ოფისს იურისტის პოზიციაზე. იგი ჩართულია ორგანიზაციის ადვოკატირებისა და სამართლებრივი დახმარების ცენტრის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების, საკუთრების უფლების დაცვის და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების პროგრამების პროექტებში. 2013 წლის დეკემბრიდან ანა შეუერთდა EMC-ის პროექტს ,,მოსამართლის დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება’’. 2008 წლიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის იურისტ-კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა. ანა მონაწილეობდა „აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID), „აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის“ (EWMI), „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების“ (JILEP) სხვადასხვა პროექტში.

2003-2007 წლებში ანა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის სტუდენტი იყო, ხოლო 2007-2009 წლებში  საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურაში სწავლობდა. 2010 წლიდან ანა მიწვეული ლექტორი ილიას უნივერსიტეტში. მას ჩაბარებული აქვს ადვოკატის, პროკურორის და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები.