„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” არჩევნებს თბილისში აკვირდება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” არჩევნებს თბილისში აკვირდება

20 ოქტომბერი, 2017

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 250 ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მხოლოდ თბილისის მასშტაბით 200 საარჩევნო უბანზე იქნებიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, თბილისში საარჩევნო პროცესებს 16 მობილური ჯგუფიც მიადევნებს თვალს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არჩევნების დღეს საარჩევნო მედიაცენტრში ორ პრესკონფერენციას გამართავს 13.00-ზე და 20:30-ზე, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება არჩევნების დღის დაკვირვების შუალედური შედეგები. 22 ოქტომბერს 11:30-ზე წარმოადგენილი იქნება საბოლოო შეფასება. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გაკეთდეს დამატებით განცხადებებიც.

გარდა ამისა, არჩევნების დღეს ჩვენს ვებგვერდზე იმუშავებს განახლებადი ბლოგი ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა მასალა, ასევე, დაიდება ორგანიზაციის Facebook-ისა და Twitter-ის გვერდებზე.

არჩევნების დღეს დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 2 92 14 03.

print