ENG

უმუშევრობასთან ბრძოლა საქართველოში

04 თებერვალი, 2010

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, უმუშევრობის დონე 12%-ია2, თუმცა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ მონაცემებში სოფლის მოსახლეობის იმ ნაწილსაც ითვალისწინებს, რომელსაც თუნდაც მცირე ფართობის მიწა აქვს და მისი გადამუშავებით და მოსავლის აღებით არის დაკავებული. ასეთი ადამიანები თვითდასაქმებულებთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. მიუხედავად სტატისტიკური მაჩვენებლის სიმცირისა, აშკარაა, რომ უმუშევრობის საკითხი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის” 2004 წლის „გლობალური კორუფციის ბარომეტრის” გამოკითხვის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა უმრავლესობა უმუშევრობას ქვეყნის ყველაზე მწვავე პრობლემად მიიჩნევდა. ეს პრობლემა ნომერ პირველ პრობლემად დასახელდა 2007 წელს „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის დროსაც.