ENG

სტატისტიკის წარმოების სისტემა საქართველოში

04 თებერვალი, 2010

სახელმწიფო სტატისტიკას, სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების სხვა მნიშვნელოვან საკითხების მსგავსად, ევროპის კავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაში დიდი ყურადღება ეთმობა (4.5.5). სამოქმედო გეგმის თანახმად, სახელმწიფო სტატისტიკის სისტემაში უნდა გატარდეს ორი ძირითადი რეფორმა: (ა) საქართველომ უნდა დანერგოს სტატისტიკის წარმოების ისეთი მეთოდოლოგია, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან, განსაკუთრებით, შემდეგ სფეროებში: სახელმწიფო ფინანსებში, ბიზნესში და საგარეო ვაჭრობაში და (2) ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციას უნდა მოჰყვეს ინსტიტუციური რეფორმები სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ ბალანსს არსებულ რესურსებსა და მონაცემების ხარისხს შორის და ასევე, სტატისტიკის დეპარტამენტის და მისი ადგილობრივი ფილიალების დამოუკიდებლობის გაძლიერებას. ამ ანგარიშში შეჯამებულია სახელმწიფო სტატისტიკის წარმოებაში მონაწილე სტრუქტურების საქმიანობა, ესენია: სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი. მონაცემების მოპოვებისა, ანალიზისა და გავრცელების არსებული პრაქტიკის გარდა ანგარიში ასევე განიხილავს დაგეგმილ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს მონაცემების მოპოვებისა და გავრცელების ობიექტურობის განმტკიცებას.