ENG

შიდა კონტროლის ინსტიტუციები საქართველოში:შიდა პოლიცია თუ შიდა აუდიტი?

04 თებერვალი, 2010

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მიხედვით საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშაოს სტრატეგიული დოკუმენტი და საკანონმდებლო ჩარჩო შიდა სახელმწიფოებრივი ფინანასური კონტროლისთვის. ამასთანავე, საზოგადოებრივი შემოსავლების, დანახარჯების,აქტივებისა და ვალდებულებების კონტროლი და აუდიტი საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში უნდა იქნას მოყვანილი. OEჩD-ის ანგარიში ანტიკორუფციული ქმედებების მონიტორინგის შესახებ მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს შიდა კონტროლის ისეთი ინსტიტუტების განვითარებას,როგორიცაა გენერალური ინსპექცია. შიდა კონტროლის მიმართულებებს ეხება საქართველოს მთავრობის სხვა სტრატეგიული დოკუმენტებიც. საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია პრიორიტეტად ასახელებს შიდა და გარე აუდიტის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. სტრატეგია განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის კანონმდებლობის შემუშავებასა და დამოუკიდებელი გენერალური ინსპექციების ჩამოყალიბებას. გენერალური ინსპექციები უზრუნველყოფლი უნდა იყოს აუცილებელი პოლიტიკური და მოქმედების თავისუფლების გარანტიებით და შესაბამისი ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსებით, რაც საჭიროა ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებში საჯარო მოხელის საქმიანობის გამოძიებისათვის.სტრატეგიის თანახმად, გენერალური ინსპექცია ასევე პასუხისმგებელი უნდა იყოს შიდა აუდიტზეც.მისი უფლებამოსილება უნდა გაიმიჯნოს პროკურატურისა და საქართველოს კონტროლის პალატის უფლებამოსილებებისაგან.