საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა დაბა მესტიის მაგალითზე, 2011 წლის ივლისი - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა დაბა მესტიის მაგალითზე, 2011 წლის ივლისი

13 ივლისი, 2011

2011 წლის 12 ივლისს ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "საქართველოს რეგიონული მედია ასოციაცია"– პროექტის „საკუთრებია უფლების დაცვა საქართველოში“ ფარგლებში წარმოადგინა მეორე, შუალედური ანგარიში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დღევანდელი მდგომარეობით, დაბა მესტიაში, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება და მისი დაცვა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მიწების საკუთრებაში რეგისტრაცია შეფერხებით წარმოებს, რაც, ძირითადად,სახელმწიფო ორგანოების მიერ რეგისტრაციის პროცესის გაჭიანურების მიზნით შექმნილი ხელოვნური ბარიერებითაა გამოწვეული. მკაცრი საკანონმდებლო მოთხოვნების გამო, უფუნქციო მდგომარეობაშია საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც უფლებამოსილია საკუთრებაში დაარეგისტრიროს მიწის ნაკვეთები. მიმდინარეობს ადგილობრივიმოსახლეობის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების მასიური დანაწევრება და განადგურება სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას. მოქალაქეებს არ ეძლევათ საშუალება, მართლზომიერი მფლობელობის საფუძვლით საკუთრებაში დაირეგისტრირონ ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებსაც საუკუნეების მანძილზე ფლობენ და რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი საბუთები გააჩნიათ.

 

მესტიის აეროპორტის რუკა

მესტია ჰაწვალი

 

print