ENG

სახელმწიფო დასაქმების პროგრამები: პოლიტიკისგან შორს?

03 თებერვალი, 2010

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დასაქმების პროგრამები 2006 წლის შემდეგ ტრადიციად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები უმუშევრობის რეალურ მაჩვენებელს სრულად ვერ ასახავს, ამ პრობლემის სიმწვავე ცხადად იკვეთება მისთვის დათმობილი ყურადღებით, განსაკუთრებით, პოლიტიკური დაძაბულობის ზრდის პირობებში. უმუშევრობის თემა, როგორც წესი, განსაკუთრებით აქტუალური წინასაარჩევნო პერიოდში ხდება. საქართველოს მთავრობამ დასაქმების პირველი პროგრამა 2006 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ წამოიწყო. მეორე პროგრამის –„დასაქმების პროგრამა 2007: დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“ – განხორციელება 2007 წლის ზაფხულში დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ჯერაც არ დასრულება, 2007 წლის შემოდგომაზე, პოლიტიკური სიტუაციის გამწვავების ფონზე, ხელისუფლებამ მოახდინა დასაქმების ახალი პროგრამის ინიცირება. ამჯერად ამ პროგრამის განხორციელება 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინაპერიოდს დაემთხვა. ეს ანგარიში მიმოიხილავს დასაქმების ბოლო ორ პროგრამას და უმუშევრობის შემცირების სფეროში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის დამახასიათებელ თავისებურებებს.

 

elections