ENG

საქართველოს 2012 წლის ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის დამოუკიდებელი შეფასება

04 ივნისი, 2014

2014 წლის 4 ივნისი

საქართველომ გაზარდა მთავრობის ანგარიშვალდებულება და გააუმჯობესა მოქალაქეთა ხელმისაწვდომობა საჯარო ინფორმაციაზე, მაგალითად საჯარო შესყიდვებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სფეროში, თუმცა ვერ აჩვენა პროგრესი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით. ეს არის ძირითადი დასკვნა, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) დამოუკიდებელი ანგარიშგების მექანიზმის (IRM) მიერ გამოქვეყნებულმა საქართველოს 2012-13 წლების წინსვლის ანგარიშმა აჩვენა. აღნიშნული ანგარიში მოამზადა OGP IRM - ის მიერ შერჩეულმა დამოუკიდებელმა მკვლევარმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლაშა გოგიძემ.

ანგარიში აანალიზებს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს ქვეყნის პირველი OGP-ის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შესასრულებლად. აღნიშნული სამოქმედო გეგმა სულ 12 ვალდებულებისგან შედგება, რომელთაგან უმეტესობა საჯარო ინფორმაციისა და სერვისების ხელმისაწვდომობასა და მთავრობის ანგარიშვალდებულების არსებული მექანიზმების გაუმჯობესებას შეეხება. ეს გეგმა მთავრობამ 2012 წლის აპრილში მიიღო და OGP–ის წესების მიხედვით მისი განხორციელების ერთწლიანი შეფასების ვადად 2012 წლის 1 ივლისი - 2013 წლის 1 ივლისი პერიოდი განისაზღვრა.

ქვემოთ მოყვანილი ცხრილი მოკლედ აღწერს თითოეულ ვალდებულებას და აჯამებს მის პოტენციურ შედეგებს, დასრულების დონეს, შესრულების ვადებსა და შემდგომ ნაბიჯებს. 

ამ შედეგებზე დაყრდნობით, IRM-ის მკვლევარი წარმოადგენს იმ ძირითად რეკომენდაციებს, რომელიც ზემოთ მოყვანილი ვალდებულებების უკეთ შესრულებას შეუწყობს ხელს:

ზოგადი რეკომენდაციები

  • საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს თუ რა როლს ასრულებს OGP ქვეყანაში მთავრობის ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის კუთხით და უზრუნველყოს ამ ინიციატივის ირგვლივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
  • OGP-ის შემდგომი სამოქმედო გეგმის ვალდებულებები უნდა:

() პასუხობდეს მოქალაქეთა ფართო სპექტრიჭიროებებს;

() იყოს ქმედებაზე ორიენტირებული;

() ნათლად განსაზღვრავდეს პასუხისმგებელი უწყებების როლს;

(დ) მოიცავდეს შესრულების მკაფიო ვადებს, შედეგებსა და შეფასების ნათელს კრიტერიუმებს.

  • ამ ვალდებულებების განხორციელების პროცეს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს აინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების ინკლუზიურობა და მათთან უკუკავშირისათვის ადვილად ხელმისაწვდომი მექანიზმების შექმნა;
  • სამოქალაქო ექტორმა და მედიამ აქტიურად უნდა გამოიყენონ მთავრობის მიერ შექმნილშესაძლებლობები, რათა OGP-ის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერება და ინტერესი გაიზარდოს;
  • საერთაშორისო დონორები მათი საუკეთესო პრაქტიკის ჩვენებით უნდა დაეხმაროროგორც მთავრობას, ისე სამოქალაქო საზოგადოებ OGP-ის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების უკეთ შესრულებაში.

კონკრეტული რეკომენდაციები:

  • ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მთავრობამ მოქალაქეებს მეტი არჩევანი უნდა მისცეს იმაზე თუ რა სახის მომსახურების მიღება სურთ მათ მთავრობისგან, და ჩართოს ისინი ამ მომსახურების განხორციელებაში;
  • მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რა პირად მონაცემებს ინახავს მთავრობა მათ შესახებ და ვისთვის და რა კონკრეტული მიზნებისათვის არის ხელმისაწვდომი ეს მონაცემები;
  • მთავრობის მიერ შექმნილი ონლაინ პორტალები უნდა მოიცავდეს სხვადასხვა სექტორის მონაცემთა ბაზებს, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომი, ავტომატიზირებული და განახლებადია. მომხმარებლებს გარკვევით უნდა აეხსნათ ათი უფლებებ და მოვალეობები ამ პორტალებზე განთავსებული მონაცემთა ბაზების გამოყენების დროს;
  • ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვა და მონაცემთა ღია ფორმატში პროაქტიულად გამოქვეყნება საერთო სტანდარდი უნდა იყოს ყველა სახელისუფლებო ორგანოსთვის, რათა მოქალაქეებს შეეძლოთ ორიგინალური მონაცემების ჩამოტვირთვა, ანალიზი და მათი შემდგომი გამოყენება;
  • მოქალაქეებს თავისუფალი წვდომა უნდა ჰქონდეთ ყველა საკანონმდებლო აქტზე და მიეცეთ შესაძლებლობა რეგულარულად ჩაერთონ კანონშემოქმედებით პროცესში;
  • უნდა შეიქმნას ონლაინ პეტიციების საჯარო ვებ–გვერდი, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ მათთვის საინტერესო ინიციატივების წამოყენება. მთავრობამ ვალდებულება უნდა აიღოს რეაგირება მოახდინოს ყველაზე აქტიურად განხილულ ინიციატივებზე;
  • საჯარო შესყიდვების მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შესყიდვების ელექტრონული სისტემით სარგებლობა უნდა დაევალოს ყველა იმ დაწესებულებას, რომელიც საჯარო ფუნქციას ასრულებს (მაგ:, საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდები, საქართველოს რკინიგზა და საპარტნიორო ფონდი);
  • ცენტრალური მმართველი ორგანოების საჯარო მოხელეებთან ერთად ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ყველა წევრს უნდა დაევალოს ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნება. ამასთან უნდა დაინერგოს ქმედითი მექანიზმი ამ დეკლარაციებში მოყვანილი ინფორმაციის გადასამოწმებლად;
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაძლიერებისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით მთავრობამ უნდა გამოაქვეყნოს დანაშაულის ყოვლისმომცველი ელექტრონული სტატისტიკა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას დანაშაულის ტიპის, რაოდენობის, ჩადენის დროისა და ადგილის შესახებ.