ENG

საქართველო, როგორც ევროპის მეზობელი:პრივილეგიები და ვალდებულებები

04 თებერვალი, 2010

2006 წლის ნოემბერში ევროკომისიისა და საქართველოს თანამშრომლობის საბჭომ მიიღო ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების განმსაზღვრელი ახალი დოკუმენტი: ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა (ENP AP). ევროკავშირის მეზობლად აღიარება საქართველოსთვის მრავალ პრივილეგიას, მათ შორის, საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციის და მსოფლიოს მთავარ ეკონომიკურ ძალასთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაზრდის შესაძლებლობას ითვალისწინებს. 1992-2004 წლებში ევროკომისიამ რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს გრანტის სახით დაახლოებით 420 მილიონი ევრო გამოუყო.ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაგრძელებას ევროკომისია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებშიც გეგმავს, თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამოქმედო გეგმამ საქართველოში უკვე დაწყებული რეფორმების პროცესის წინსვლის განმსაზღვრელი და მამოძრავებელი ძალის მქონე ძირითადი დოკუმენტის ფუნქცია უნდა შეასრულოს.