საბიუჯეტო პრიორიტეტები საქართველოში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საბიუჯეტო პრიორიტეტები საქართველოში

04 თებერვალი, 2010

ვარდების რევოლუციის შემდეგ ფისკალურ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განუხრელი ზრდა არის. ეჭვგარეშეა, რომ ეს სახელმწიფოს ზოგადი ქმედუნარიანობის ზრდას მიანიშნებს, რაც ამ შემთხვევაში შემოსავლის ამოღების გაზრდილიუნარით გამოიხატა. აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა 2004 წელს მიღებული ახალი საგადასახადო კოდექსით შემცირებული გადასახადების ფონზე მოხდა. 2003 წლის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო შემოსავლები1(გრანტების ჩათვლით) გასამმაგდა 933 055 000 ლარიდან2 2006 წელს 2 948 747 ლარამდე გაიზარდა. ეს ბიუჯეტის თითქმის ყოველწლიური სეკვესტრირების პრეზიდენტ შევარდნაძის დროინდელი ტრადიციის უმნიშვნელოვანესი ცვლილებაა. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად საქართველოს არასდროს ჰქონია ყოვლისმომცველი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელშიც ხელისუფლების პოლიტიკის პრიორიტეტები იქნებოდა ჩამოყალიბებული, რეალური პრიორიტეტები ყველაზე უკეთ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებშია გამოკვეთილი. „გენერალური გეგმის” გარეშე მოქმედების პრაქტიკა პირველად 2006 წელს მთავრობის მიერ ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტის დამტკიცებით შეიცვალა. ამ დოკუმენტში წარმოდგენილია არა მხოლოდ გასული წლის ფისკალური ანალიზი და მომდევნო წლის ფინანსური გეგმა, არამედ მთავრობმის საშუალოვადიანი სტრატეგია და პრიორიტეტები 2007-2010 წლებისთვის. აქვეა მითითებულია მოსალოდნელი შედეგები ამ პერიოდისთვის.

 

print