ENG

საბაზრო კონკურენცია საქართველოში

04 თებერვალი, 2010

ამ ანგარიშში განხილულია საქართველოში საბაზრო კონკურენციის სისტემა და მისი ფუნქციონირება.გარდა იმისა, რომ „საბაზრო კონკურენცია გამართული ეკონომიკური სისტემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია”, თავისუფალი კონკურენციის პრინციპების დაცვა ქვეყნის მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებაც არის. კონკურენციის ეკონომიკა აკადემიური დისციპლინაა და შესაბამისად, ამ თემაზე მომზადებული ანგარიში თეორიულ მსჯელობას ეყდნობა, თუმცა, მასში ზოგადად ქართულ ბაზარზე და ცალკეულ სექტორებში გამოვლენილი პრობლემები და კონკრეტული რეკომენდაციებიც არის წარმოდგენილი.