ENG

პოლიტიკური პარტიები საქართველოში:დაფინანსების საკითხები

04 თებერვალი, 2010

პოლიტიკური პარტიები თანამედროვე დემოკრატიის ფუნქციონირების აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს. პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზების დონე ხშირად მოცემულ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის სანდო საზომადაც მოჰყავთ. პოლიტიკური პარტიების სისტემის შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისეთ ქვეყნებშია, რომლებიც დემოკრატიის ფუნქციონირების ხანმოკლე ან არაერთგვაროვანი ისტორიით ხასიათდებიან. ქართული დემოკრატია, რომელიც არსებობის ორ ათწლეულსაც არ ითვლის, ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა და სუსტია. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მიხედვით საქართველომ `ხელი უნდა შეუწყოს უფრო ფართო პოლიტიკურ პლურალიზმს, რაც საქართველოში პოლიტიკური პარტიების როლისა და ფუნქციონირების განმტკიცებას გულისხმობს”. ამ ახალი ვალდებულების გათვალისწინებით,განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს პოლიტიკური პარტიების სისტემისა და პარტიების წინაშე მდგარი სირთულეების შეფასება. ზედაპირული შეფასებებისთვის თავის არიდების მიზნით,წინამდებარე ანგარიში ზოგადად მიმოიხილავს საქართველოს პოლიტიკური პარტიების სისტემას და ძირითადად პარტიების დაფინანსების საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.

 

elections