ENG

ხელისუფლების დანაწილება საქართველოში

04 თებერვალი, 2010

ამა თუ იმ ქვეყნის ან მთავრობის მიერ ლიბერალური და დემოკრატიული რეფორმების კუთხით განხორციელებული საქმიანობის შეფასებისას, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რამდენად არის დანაწილებული ხელისუფლება და უფლებამოსილებები მოცემულ ქვეყანაში და როგორი რეჟიმი შეიძლება ეწოდოს მას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ანგარიშვალდებულებასა და პრინციპების ერთგულებაზე. წინამდებარე ანგარიში წამოადგენს საქართველოში უფლებამოსილებათა დანაწილების მიმოხილვას, როგორც ჰორიზონტალურად – ცენტრალურ დონეზე ხელისუფლების შტოებს შორის, ისე ვერტიკალურად – ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებს შორის. ვფიქრობთ, რომ ეს ანგარიში დაეხმარება მკითხველს, რომ უკეთ გაერკვეს სახელმწიფო მმართველობის კონკრეტულ საკითხებსა და ასევე საქართველოს მთავრობის მიერ რეფორმების კუთხით განხორციელებულ საქმიანობაში, რაც მომავალი გამოცემების განხილვის თემა იქნება.