ENG

2014 წელს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების ანალიზი

01 აპრილი, 2014

დღეს, 1 აპრილს, 13:00 საათზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, „სამართლიანი არჩევნებმა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მრგვალი მაგიდა გამართეს, სადაც 2014 წელს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების ანალიზი წარმოადგინეს. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 

კონფერენციის მთავარი თემები იყო: 

  • მეორე ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნა და მისი მუშაობა;
  • არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები: 
      1. საარჩევნო სისტემა და ბარიერი მერების/გამგებლების არჩევნებისთვის; 
      2. ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობისა და პარლამენტში გამართული განხილვების შედეგად საარჩევნო კოდექსში შესული ძირითადი ცვლილებები. 
  • არჩევნებისშემდგომ პერიოდთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები.