2014-2015 წლებში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგი: ანტიკორუფციული პოლიტიკა და საჯარო სამსახურის რეფორმა
ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეაფასა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის შესრულება 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე. ჩვენი ორგანიზაციის მონიტორინგი ფოკუსირებული იყო ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის იმ პუნქტებზე, რომლებიც ანტიკორუფციულ პოლიტიკას და საჯარო სამსახურის რეფორმას ეხება. ანგარიში ასევე მოიცავს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს შემდეგ სფეროებში: მართლმსაჯულება; სასტიკი მოპყრობა და წამება; პროფესიული კავშირების უფლებები და ძირითადი შრომითი სტანდარტები; თანასწორი მოპყრობა; ბავშვთა უფლებები.
მონიტორინგი ეფუძნებოდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ 2014 და 2015 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმებს.
სამოქმედო გეგმების შეფასება
-
სამოქმედო გეგმები ითვალისწინებდა მთელ რიგ მნიშვნელოვან და ამბიციურ რეფორმებს, მაგალითად:
-
საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიღება
-
თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნა
-
ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება
-
სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ზოგიერთი აქტივობა მეტად ზოგადად იყო ფორმულირებული, რაც ართულებდა იმპლემენტაციის შეფასებას, განსაკუთრებით ინდიკატორების არარსებობის პირობებში
-
2014 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ზოგიერთი აქტივობა 2014 წელს არ დასრულებულა, თუმცა 2015 წლის გეგმაში აღარ იქნა შეტანილი
-
შეფასებისას აღმოჩნდა, რომ 2015 წლის სამოქმედო გეგმაში შეტანილი ზოგიერთი აქტივობა 2014 წელს დასრულდა
იმპლემენტაციის შეფასება
-
იმპლემენტაცის მხრივ მდგომარეობა მთლიანობაში პოზიტიურია: აქტივობების უმეტესობა სრულად ან ნაწილობრივ განხორციელდა
-
შესრულებულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა: საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიღება, ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება, ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და დამტკიცება
-
იმ ამოცანებიდან, რომლებიც დადგენილ ვადებში ვერ შესრულდა, აღსანიშნავია ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონპროექტის შემუშავება
რეკომენდაციები
-
დროულად განხორციელდეს 2014 და 2015 წლების სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული აქტივობები, მათ შორის ისინი, რომლებიც 2014 წელს ვერ განხორციელდა, მაგრამ 2015 წლის სამოქმედო გეგმაში აღარ იქნა შეტანილი
-
მომავალი წლის სამოქმედო გეგმის თითეულ აქტივობას თან დაერთოს შესაბამისი ინდიკატორები, სამიზნე რიცხვები და განხორციელების ვადები
- მომდევნო საქმოქმედო გეგმები უნდა მომზადდეს წინა სამოქმედო გეგემების შესრულების სათანადო ანალიზის საფუძველზე და შეიცავდეს წინა სამოქმედო გეგმების იმ აქტივობებსაც, რომლებიც შესაბამის პერიოდში ვერ განხორციელდა/დასრულდა