გაზაფხული 2011 - "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" სამუშაო ბარათი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პირველად გამოსცემს კვარტალურ დოკუმენტს სახელწოდებით „სამუშაო ბარათი“. მასში მოცემულია ქვეყნის იმ ძირითადი სფეროების შემაჯამებელი შეფასებები, რომელთა დახვეწა და განვითარება ქვეყნის დემოკრატიურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გარანტი იქნება. დღესდღეობით ამ სფეროებს განეკუთვნებიან საარჩევნო გარემო, მედიის გამჭვირვალობა, საკუთრების უფლებები და კონკურენტუნარიანობა.
აღნიშნულ შეფასებებს თან სდევს კონკრეტული რეკომენდაციები. აღნიშნული რეკომენდაციები ზოგადია და ის შეიცავს იმ პრობლემების მოკლე მიმოხილვას, რომელთაც სამომავლოდ მეტი ყურადღების უნდა დაეთმოს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: info@transparency.ge
ჩვენს მიერ წარმოებული ყველა კვლევა და ანალიზი, ასევე ბლოგები მიმდინარე განვითარებებზე ელექტრონულად ხელმისაწვდომია საიტზე: http://transparency.ge/en
ჩვენს საქმიანობას ასევე თვალყური შეგიძლიათ მიადევნოთ:
Twitter:http://twitter.com/TIGeorgiaEng
Facebook: http://www.facebook.com/TransparencyInternationalGeorgia