იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისთვის გაწეული დახმარების კოორდინაცია საქართველოში (2008–2011) - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისთვის გაწეული დახმარების კოორდინაცია საქართველოში (2008–2011)

21 ოქტომბერი, 2011

ეს არის შემაჯამებელი ანგარიში საქართველოში, 2008-2011 წლებში დევნილთა განსახლებისთვის გაწეული დახმარების კოორდინაციის შესახებ. ანგარიშში მოცემულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესის მონიტორინგის შედეგები. ძირითადად გაანალიზებულია ოთხი სექტორის: მთავრობის, დონორების, დამხარების სააგენტოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთქმედება. კვლევა ასევე წარმოადგენს სისხლის სამართლის სექტორის რეფორმასა და დევნილთა განსახლების პროცესში განხორციელებული დახმარების კოორდინაციის შედარებით ანალიზს.