ევროპის სამეზობლო პოლიტიკა- საქართველოს ანტი-კორუპციული ვალდებულებების შეფასება 2011 - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა- საქართველოს ანტი-კორუპციული ვალდებულებების შეფასება 2011

23 აგვისტო, 2011

საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, გაირკვა, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშში, „ევროპის სამეზობლო პოლიტიკა – საქართველოს ანტი–კორუფციული აქტივობების შეფასება“, მცირედი შეცდომებია დაშვებული.

36–ე გვერდზე ნათქვამია, რომ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 86–ე მუხლის თანახმად პირების საჯარო სამსახურში დასაქმებაში საჯარო სამსახურის ბიურო უშუალოდ იყო ჩართული. საჯარო სამსახურის ბიურო მხოლოდ და მხოლოდ ვალდებულია დანიშნოს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, რასაც საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 85–ე მუხლის თანახმად ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით.

იმავე 36–ე გვერდზე ცნობა იმის შესახებ, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” და “საჯარო სამსახურში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ” კანონმდებლობა არ ვრცელდება ყველა საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე (სსიპ) არასწორია. რიგ სსიპ–ებზე, მათ შორის არის საქართველოს ეროვნული ბანკიც, აღნიშნული კანონმდებლობა ნამდვილად ვრცელდება.

მე-40 გვერდზე სადაც საჯარო მოხელეების მიერ დეკლარაციების წარდგენაზეა საუბარი, თარგმანის გამო უზუსტობაა გაპარული. საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციებს მხოლოდ საჯარო მოხელეები აბარებენ და არა ყველა საჯარო მოსამსახურე.