ანგარიშვალდებულება დახმარების განხორციელებისას - კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ანგარიშვალდებულება დახმარების განხორციელებისას - კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში

21 სექტემბერი, 2011

ეს კვლევა მიზნად ისახავს 2009 წლის იანვარსა და 2011 წლის იანვარს შორის საქართველოში „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ რეაბილიტირებული ძველი კოლექტიური ცენტრების სარემონტო სამუშაოების ხარისხის შეფასებასა და ასევე რეაბილიტაციის შესახებ დევნილთა ზოგადი მოსაზრებებისა და დამოკიდებულების ანალიზს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია დასავლეთ საქართველოზე, სადაც „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“ დევნილთა სახლების სარეაბილიტაციო პროექტების დაახლოებით 80 პროცენტი განახორციელა. ამასთან ერთად, ანგარიშში ჩვენ მოკლედ განვმარტავთ, თუ როგორ მუშაობს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ტენდერებში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიებთან და რა როლს ასრულებენ ისინი რეაბილიტაციის პროცესში. დასკვნით ნაწილში ხელისუფლებასა და დონორებს ვთავაზობთ რეკომენდაციებს იმისთვის, რომ მომავალში დევნილთა საცხოვრებლების რეაბილიტაციის პროექტების განხორციელებისას მათ ანგარიშვალდებულების უფრო მაღალი ხარისხით იმოქმედონ.