ENG

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართვა საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფში მონაწილე პარტიებისადმი

28 მარტი, 2011

თავისუფალი და დემოკრატიულო არჩევნების უზრუნველყოფის ერთ-ერთი უპირველესი და აუცილებელი წინაპირობა, სამართლებრივად გამართული საარჩევნო კანონმდებლობა და ამ კანონმდებლობის აღსრულების პოლიტიკური ნებაა. ადგილობრივი სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციები - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ახალი თაობა ახალი ინიციატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით შეიქმნა საარჩევნო კოდექსის

გაუმჯობესებაზე მომუშავე მრავალპარტიული ჯგუფი, რომელიც 2010 წლის ნოემბრიდან მუშაობს საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე.

2011 წლის 23 მარტს, რვა პოლიტიკურმა პარტიამ ე.წ. „რვიანმა“ გააკეთა სპეციალური განცხადება, სამუშაო ჯგუფის არაეფექტურობასა და სამუშაო პროცესების გაჭიანურებასთან დაკავშირებით. განცხადებაში საუბარია მოლაპარაკებებისა და დიალოგის ჩაშლის შესაძლებლობაზე, რაც გამოწვეულია სახელისუფლებო პარტიის მხრიდან ჩართულობის დაბალი ხარისხით.

აღნიშნული პროცესის და მის შედეგად მიღწეული შეთანხმების მიმართ ამომრჩეველთა მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენ მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს სამუშაო ჯგუფის მუშაობა და დროულად მოხდეს შეთანხმება იმ საკითხებზე, რომლებიც არსებითად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს. მოვუწოდებთ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფში ჩართულ ყველა მხარეს, გაითვალისწინოს ამომრჩეველთა ინტერესი და საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის პროცესში იხელმძღვანელონ არა ვიწრო პარტიული ინტერესით, არამედ ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი დემოკრატიული ღირებულებებით.
                                                             
ამისათვის, ვთვლით, რომ აუცილებელია:

  • გაგრძელდეს საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრები;
  • ჯგუფში მომუშავე ყველა პოლიტიკური პარტია იყოს კონსტრუქციული და შედეგზე
    ორიენტირებული;
  • დროულად მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება;
  • გამოიკვეთოს ძირითადი პრიცნიპული საკითხები, რომლებიც უზრუნველყოფენ
    ყველასათვის მისაღებ საარჩევნო გარემოს და საარჩევნო პროცესებისადმი
    საზოგადოების ნდობის ამაღლებას;
  • მას შემდეგ რაც გამოიკვეთება პრინციპული საკითხები, ჯგუფის წევრების მიერ
    მოხდეს პოზიციათა შეთანხმება სწორედ ამ ძირეულ საკითხებთან დაკავშირებით;
  • ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, დროულად აისახოს საარჩევნო
    კანონმდებლობაში, რათა შესაძლებელი გახდეს არჩევნებისათვის სათანადო
    მომზადება.

განცხადების ავტორი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის ჯგუფმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიანიჭოს, შემდეგ ფუნდამენტურ საკითხების გადაწყვეტას:

  • საარჩევნო სისტემები;
  • საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირება;
  • წინასაარჩევნო კამპანია (ადმინისტრაციული რესურსები, აგიტაცია);
  • საარჩევნო დავები და მათი განხილვა/გადაწყვეტის ეფექტური საშუალებები.

გამოვთქვამთ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ ამ პროცესების წარმატებულად მიმდინარეობას.

elections