ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ISET–ის კვლევითი ინტიტუტი, ლიბერალური აკადემია და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წინასაარჩევნო პროექტს იწყებენ




დაუყოვნებლივ გავრცელებისთვის
თბილისი, 5 სექტემბერი, 2012 წელი – USAID/ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)პროგრამის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) ფინანსური მხარდაჭერით ოთხი ქართული ორგანიზაცია წინასაარჩევნო პროექტის განხორციელებას იწყებს.
პროექტის მიზანია გაიზარდოს ქართული საზოგადოების ინფორმირებულობა ქვეყნის წამყვანი პოლიტიკური პარტიების პოზიციების შესახებ ძირითად ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ. პროექტის ფარგლებში იმუშავებს ვებ-გვერდი, რომელიც ამომრჩევლებს დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებს პოლიტიკური პარტიების პოზიციების თაობაზე მთელ რიგ საკითხებთანდაკავშირებით (სოფლის მეურნეობა, სოციალური დაცვა, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, მაკროეკონომიკური პოლიტიკა და ა.შ.). პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები ასევე წარმოადგენენ პარტიათა პროგრამების ექსპერტულ შეფასებას და უმასპინძლებენ პოლიტიკური პარტიების დებატებს შებასამის პოლიტიკურ საკითხებზე.
პროექტის ფარგლებში გაიმართება წამყვანი პოლიტიკური პარტიების ეკონომიკური პროგრამების პრეზენტაცია შემდეგი განრიგით:
6 სექტმებერი, 12:00 საათი – ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია
10 სექტემბერი, 12:00 საათი – “ახალი მემარჯვენეების” ეკონომიკური პორგრამის პრეზენტაცია
13 სექტემბერი, 12:00 საათი - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია
17 სექტემბერი, 12:00 საათი – “ქართული ოცნების” ეკონომიკური პორგრამის პრეზენტაცია
პრეზენტაციები გაიმართება სასტუმრო თბილისი მარიოტში. ლეიბორისტული პარტიისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკური პროგრამების პრეზენტაციის თარიღები და დრო ამჟამად დგინდება და მოგვიანებით გამოცხადდება.