ENG

შვებულებაში გასული გამგებელი კანონსაწინააღმეგოდ არის ჩართული სამსახურებრივი ფუნქციების გამხორციელებაში, პრესრელიზი, 14 მაისი

14 მაისი, 2010

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან გამსახურდია შვებულებაში იმყოფება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შტაბში მუშაობს. 7 მაისს იგი გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად სოფელ ენისელში იმყოფებოდა კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად. მინისტრი დაზარალებულებს საბიუჯეტო დახმარებაზე ესაუბრებოდა. საუბარში გამსახურდიაც მონაწილეობდა და განმარტავდა ღონისძიებების თანამიმდევრობასა და სხვა დეტალებს. ლევან გამსახურდია მოქმედებდა როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი. ამით მან ცალსახად დაარღვია „საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის” 89-ე მუხლის „ბ” პუნქტის, რომლის თანახმადაც საჯარო მოხელეს უჩერდება სამსახურებრივი ურთიერთობა შვებულებაში ყოფნის დროს.

elections