საპრეზიდენტო არჩევნები – გორბის წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის პირველადი შედეგები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საპრეზიდენტო არჩევნები – გორბის წინასაარჩევნო მედია მონიტორინგის პირველადი შედეგები

03 თებერვალი, 2010

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” „გორბი-გელაპის საერთაშორისო ცენტრის” დახმარებით ახორციელებს ქართული მედიის მონიტორინგს 2007 წლის 17 ნოემბრიდან 2008 წლის 5 იანვრამდე პერიოდში. მონიტორინგის ფარგლებში იზომება:

  1. პრეზიდენტობის კანდიდატების ჩვენების სიხშირეები ტელევიზიით და ბეჭვდით მედიაში;
  2. პრეზიდენტობის კანდიდატების გაშუქების ტონი სატელევიზიო ეთერში და ბეჭვდით მედიაში;
  3. პრეზიდენტობის კანდიდატების სატელევიზიო რეკლამები და მონეტარული შეფასებები ოფიციალური პრაის-ლისტის მიხედვით;
  4. ინტერვიუების, სარედაქციო და სხვა სახის მასალების, სიუჟეტების რაოდენობა, სიდიდე და ქრონომეტრაჟი;
  5. პრეზიდენტობის კანდიდატების ფოტოსურათების მოცულობა ბეჭვდით მედიაში.
  6. მედია მონიტორინგი მოიცავს შემდეგ მედია საშუალებებს: გაზეთები - „24 საათი”, „რეზონანსი” („მთელი კვირა”), „კვირის პალიტრა”, „ასავალ დასავალი”, „ახალი თაობა”, „ალია”, „ჯორჯიან თაიმსი”, „ქრონიკა”, „საქართველოს რესპუბლიკა”, „ახალი ვერსია”; სატელევიზიო არხები - „საზოგადოებრივი მაუწყებელი”, „მზე”, „რუსთავი 2”, „იმედი”, „კავკასია”, „ალანია”.

print
elections