"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საქართველოს პარლამენტის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს
06 აპრილი, 2011
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოაქვეყნა საქართველოს პარლამენტის შესახებ საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, რომელიც მისი დაკვეთით "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" ჩაატარა. კვლევა ჩატარდა 2008 წლის 25 მარტიდან 2 აპრილამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუების სახით. სულ გამოიკითხა 1538 რესპონდენტი. კვლევა მიზნად ისახავდა პარლამენტის შესახებ მოქალაქეების შეხედულებების გარკვევას და, შეძლებისდაგვარად, ახსნას.