პირველადი შენიშვნები და მოსაზრებები სასამართლო რეფორმის კანონპროექტებთან დაკავშირებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

პირველადი შენიშვნები და მოსაზრებები სასამართლო რეფორმის კანონპროექტებთან დაკავშირებით

05 მაისი, 2015

 

წარმოგიდგენთ კოალიციის სამართლებრივ ანალიზს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას.

წარმოდგენილი დოკუმენტი მოიცავს კოალიციის პირველად მოსაზრებებს, რომელიც უკვე გაეგზავნა საქართველოს პარლამენტს, იუსტიციის სამინისტროს, უზენაეს სასამართლოს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ვიტოვებთ უფლებას, საქართველოს პარლამენტსა და კანონპროექტის ინიციატორებს დამატებით მივაწოდოთ მოსაზრებები.

print