ENG

ბრიუსელში გავრცელებული მემორანდუმი – დოკუმენტი, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" არ ეკუთვნის

25 ივნისი, 2012

დაუყოვნებლივ გასავრცელებლად

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეიტყო, რომ ბრიუსელში, ევროკავშირის პარლამენტში  ერთ-ერთი ლობისტური კომპანიის მიერ ახლახანს გავრცელდა მემორანდუმი, რომელიც შეიცავდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ლოგოსა და ინტენსიურად ახდენდა მითითებას ბმულზე:  რეგიონული მედიის თაობაზე ახლახანს გამოქვეყნებული მოხსენება. ამ დოკუმენტის მიმღებლებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ის „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ მიერ იყო შედგენილი. ჩვენ გვსურს, გარკვევით განვაცხადოთ, რომ აღნიშნული მემორანდუმის შედგენაში არანაირი მონაწილეობა არ მიგვიღია და არც ჩვენი ლოგოს გამოყენებაზე გაგვიცია თანხმობა.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მწვავე პოლიტიკური კონკურენციის პირობებში საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური ძალა იყენებს პროფესიონალური პოლიტიკური მრჩევლების, საზოგადოებრივ საქმეთა კონსულტანტებისა და საერთაშორისო ლობისტების მომსახურებას განვითარებული მოლენების მათ სასარგებლოდ შეტრიალებისა და გარკვეული ურთიერთობების დამყარებისათვის. არის შემთხვევები, როდესაც ხდება ჩვენი კვლევის არასწორად ინტერპრეტირება და ციტირება.

ვსარგებლობთ შემთხვით და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მოხსენებების, განცხადებებისა თუ ანალიტიკური კლევების ნახვა, როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენებზე, შეიძლება ჩენს ვებ გვერდზე: http://transparency.ge. თუ გაგიჩნდებათ კითხვა ჩვენი ორგანიზაციის მიერ მოძიებული ინფორმაციის თაობაზე, რომელიც ოფიციალურ გამოსვლებში, მას მედიის მოხსენებებში, მემორანდუმებსა თუ სხვა კომუნიკეებშია მითითებული, ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუყოვნებლივ მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: info@transparency.ge,  დაგვირეკეთ, ან დაგვიკავშირდით Facebook-ის ან  twitter (@TIGeorgiaGeo, @TIGeorgiaEng) -ის საშუალებით.

ჩვენ ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ ევრო პარლამენტის ხელმძღვანელ პირებს, რომლებმაც დროულად გვაცნობეს ჩვენს ორგანიზაციაზე არასწორი მითითების თაობაზე და რომლებმაც წინდახედულება და გულმოდგინება გამოიჩინეს და ლობისტი კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვენთან, წყაროსთან, გადაამოწმეს.

Media, EU