ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს მთავრობას, უზრუნველყოს მედია ბაზრის მრავალფეროვნება

07 აპრილი, 2011

თბილისი, 2011 წლის 7 აპრილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ლიცენზიების გაცემის შემდეგ რაუნდზე პრიორიტეტი მიანიჭოს ახალი ამბებისა და საგანმანათლებლო გადაცემების მომწოდებელ არხებს.თბილისი, 2011 წლის 7 აპრილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ლიცენზიების გაცემის შემდეგ რაუნდზე პრიორიტეტი მიანიჭოს ახალი ამბებისა და საგანმანათლებლო გადაცემების მომწოდებელ არხებს.„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შიშობს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესაძლებელია, საზოგადოებრივი კვლევის შედეგები ლიცენზიებზე უარის სათქმელად გამოიყენოს იმ აპლიკანტებისათვის რომლებიც საინფორმაციო გადაცემების, პოლიტიკური დებატების, საგამოძიებო ფილმების ან სხვა ინფორმაციული და საგანმანათლებლო შინაარსის პროგრამების მაუწყებლობას გადაწყვეტენ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მარეგულირებელი კომისიის საბჭო მომავალი წლების სალიცენზიო პრიორიტეტების განსაზღვრისას მხევდველობაში მიიღებს საქართველოს სატელევიზიო ბაზრის რეალობას, რომელიც გასართობ პროგრამებებს მრავლად გვთავაზობს, მაგრამ ჟურნალისტური კონკურენციის ნაკლებობას განიცდის. ასევე მწირია რეგიონებში მიმდინარე მოვლენების შესახებ რეპორტაჟები.თავისუფალი და მრავალფეროვანი მედია საქართველოს დემოკრატიის განვითარების აუცილებელი პირობაა. ქვეყანაში ტელევიზიის გავლენის გათვალისწინებით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მნიშვნელოვანი როლი აკისრია იმის უზრუნველსაყოფად, რომ სატელევიზიო სივრცეში მრავალფეროვანი შეხედულებები იყოს ხელმისაწვდომი და იმისთვისაც, რომ ლიცენზიების მფლობელები სრულად კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ.ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციის, BCG Research-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, რომელიც 5 აპრილს წარუდგინეს მედიას, ჩანს, რომ საქართველოს მოქალაქეები ანალიტიკურ და საინფორმაციო გადაცემებთან შედარებით უპირატესობას მუსიკალურ და გასართობ პროგრამებს ანიჭებენ. თუმცა, ევროკავშირის დაკვეთით და CRRC მიერ 2009 წელს ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევის შედეგების მიხედვით, ქართველი მოსახლეობის უმრავლესობას უფრო მეტი და უკეთესი ხარისხის საინფორმაციო პროგრამების მიმართ აქვს ინტერესი.მაუწყებლობის შესახებ კანონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ორ წელიწადში ერთხელ საზოგადოებრივი გამოკითხვის ჩატარებას სთხოვს. ამ გამოკითხვაზე და სხვა აქტივობებზე, მათ შორის, საზოგადოებრივ კონსულტაციებზე დაყრდნობით მარეგულირებელმა ორგანომ უნდა განსაზღვროს ლიცენზიების მაძიებლების პროგრამული პრიორიტეტები. ბოლო წლებში მარეგულირებელი უარს ეუბნებოდა მაძიებლებს ლიცნეზიების გაცემაზე იმ მოტივით, რომ ასეთი გამოკითხვა 2004 წლიდან არ ჩატარებულა. მარტივი კითხვა შეიძლება მომხმარებლებს ახალ ამბებსა და გასართობ პროგრამებს შორის არჩევანის გაკეთებას სთხოვდეს, მაგრამ კვლევა უფრო სიღრმისეულიც შეიძლება იყოს, მაგალითად ისეთ საკითხებზე, თუ როგორ სურთ ქართველებს ახალი ამბების მოხმარება. ვიდრე ამ კონკრეტული კვლევის ზუსტი მეთოდოლოგია და სრული მონაცემები არ იქნება საჯაროდ ხელმისაწვდომი, შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ რა კითხვები დაისვა, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - რა კითხვები არ დასმულა. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი კვლევის შედეგების ინტერპრეტაციაც. მარეგულირებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისი გადაწყვეტილებები რაც შეიძლება ნაკლებად ერეოდეს მედია საშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობაში. მისი მოქმედებები უნდა იცავდნენ პლურალიზმისა და დამოუკიდებლობის საკანონმდებლო ჩარჩოს. კონკრეტულად:• ჩვენ ვთხოვთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, მათ შორის, მეთოდოლოგია და დეტალური მონაცემები, საჯარო გახადოს და განათავსოს თავის ვებ–გვერდზე • საქართველოს ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ უნდა გამართოს საჯარო კონსულტაციები მომავალი წლების სამაუწყებლო პრიორიტეტების განსასაზღვრად • სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა მთავრობის მოვალეობაა და ამის განსახორციელებლად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ლიცენზიების გაცემისას პრიორიტეტი მისცეს ისეთ აპლიკანტებს, რომლებიც შემეცნებითი და ინფორმაციული პროგრამების შექმნას ისახავენ მიზნად და არა მხოლოდ გასართობ პროგრამებს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოვალეობა საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების: რადიო, სატელევიზიო, ინტერნეტ და ტელეკომუნიკაციების რეგულირებაა. კომისიას შეუძლია გასცეს როგორც კერძო, ისე სათემო სამაუწყებლო ლიცენზიები, როგორც ზოგადი(მათ შორის, საინფორმაციო პროგრამების) ასევე სპეციალიზირებული პროგრამებისთვის, რაც მარეგულირებელს მნიშვნელოვან გავლენას აძლევს, განსაზღვროს და შეზღუდოს მაუწყებლის პროგრამების შინაარსი. ლიცენზიები 10 წლიანი ვადით გაიცემა. კომისიის საბჭო შედგება ხუთი წევრისგან, რომლებსაც პრეზიდენტი წარადგენს და პარლამენტი ამტკიცებს. მათ შორის ერთ-ერთს პრეზიდენტი კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს.

Media