ENG

კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მოსალოდნელი ცვლილების გამო “რუსთავი 2”–ს თანამშრომლები მასობრივად ტოვებენ

22 აგვისტო, 2019

 

ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ის ახალი მენეჯმენტის საკადრო ცვლილებებით უკმაყოფილო თანამშრომლები არხს პროტესტის ნიშნად მასობრივად ტოვებენ. ისინი “რუსთავი 2”–ის  ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მიერ 2 დღის წინ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის,  არხის გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი ლაფერაშვილის, საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემების “კვირის აქცენტებისა” და “არჩევანის” წამყვანების - ეკა კვესიტაძისა და გიორგი გაბუნიას,  გადაცება “ნანუკა ჟორჟოლიანიას შოუს” ავტორისა და წამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის, არხიდან ბუნდოვანი მიზეზებით გათავისუფლებას ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად აღიქვამენ.

ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილების შემდეგ პირდაპირ ეთერში მთავარი საინფორმაციო გადაცემა  “კურიერის” დაწყებისთანავე არხი დატოვეს წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა.

ჩვენი ინფორმაციით, არხიდან ასევე წავიდნენ “რუსთავი 2–ის” თანამშრომლები:

  1. პაატა იაკობაშვილი
  2. ქეთი კვაჭანტირაძე
  3. თამარ ჭავჭავაძე
  4. ანნა წერეთელი
  5. თენგო გოგოტიშვილი
  6. სოფო ზურაბიანი
  7. ქეთი ქებაძე
  8. თეო გილიგაშვილი
  9. სოფო ხუციშვილი
  10.  თამარ ბაღაშვილი
  11.  ქეთი ნადიბაიძე
  12.  დავით ერაძე
  13.  დავით ქაშიაშვილი
  14.  სოფო ვარდიაშვილი
  15.  თეა ადეიშვილი
  16.  ლაშა კვესელაძე
  17.  გვანცა სუთიძე
  18.  ნათია ტრაპაიძე
  19.  ნინო სამყურაშვილი
  20.  ეკო მაღრაძე
  21.  გიგლა თუმანიშვილი
  22.  მაიკო ლომიძე
  23.  ეკა გაგუა
  24.  ჯეიხუნ მუჰამედალი
  25.  მარიამ გაფრინდაშვილი
  26.  ნინო გაზდელიანი
  27.  რუსუდან ჯაბანიშვილი
  28.  თამთა დოლენჯაშვილი
  29.  ქეთა ციცქიშვილი
  30.  ანუკი ბუავა
  31.  ემა გოგოხია
  32.  თამარ ჩანტლაძე
  33.  ნათია გოგსაძე
  34.  თაკო სურგულაძე
  35.  მარიკა გოცირიძე
  36.  დავით დვალიშვილი
  37.  ნინა მაჩაბელი
  38.  ქეთი სობონი
  39.  მარიამ შანშიაშვილი
  40.  ჟანა აკოფაშვილი
  41.  თამთა ჯიქია
  42.  თათია წოწონავა
  43.  მაკა ფანქველაშვილი
  44.  ნინო ვარძელაშვილი
  45.  სოფო ნაცვლიშვილი
  46.  ნინო შურღაია
  47.  მაკა ანდრონიკაშვილი
  48.  ნინო კეკელია
  49.  სოფო ხუციშვილი
  50.  ნინო დვალიშვილი
  51.  ნათია ჟამერაშვილი
  52.  ეკა სარია
  53.  თამარ მესხი
  54.  ნანა სისვაძე
  55.  რუსუდან გიორგაძე
  56.  გიორგი გვიშიანი
  57.  ია გულიაშვილი
  58. ანუკა ელიზბარაშვილი
  59. თეა ვარშალომიძე
  60. ვლადიმერ მენაბდე
  61. ნინო ღვედაშვილი
  62. ქეთი მაისაშვილი

ეთერში უკვე 36 საათზე მეტია, არ გასულა საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” და ვებგვერდზე არ იდება ახალი ამბები. არხი დატოვეს “კვირის სხვა შუადღის” წამყვანებმა: ლევან ბუთხუზმა, სალომე დადუნაშვილმა და ლევან ღამბაშიძემ.

მიგვაჩნია, რომ  ახალი მენეჯმენტი საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ღიად ცდილობს. ცხადია, ყოველივე ეს მმართველი პარტია “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” ინტერესს წარმოადგენს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო” დაიცავს ნოდარ მელაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანის სამართლებრივ ინტერესებს. ჩვენი ორგანიზაცია, სურვილის შემთხვევაში, მზადაა, “რუსთავის 2”–ის სხვა თანამშრომლებსაც აღმოუჩინოს სამართლებრივი დახმარება.