ENG

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” 2007 წლის “გლობალური კორუფციის ბარომეტრის” შედეგებს აქვეყნებს

19 ივლისი, 2010
სასამართლო სისტემა კვლავ ყველაზე კორუმპირებულ სისტემად დასახელდა, ეკლესია – ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუტად სასწრაფოდ გავრცელებისთვის: 29 თებერვალი, 2007 წ. თბილისი, საქართველო – “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ბერლინის ოფისმა (სამდივნომ), მსოფლიოს წამყვანმა ანტიკორუფციულმა ორგანიზაციამ, “გლობალური კორუფციის ბარომეტრის” შედეგები გამოაქვეყნა. ბარომეტრი აერთიანებს მსოფლიოს სამოც ქვეყანაში გამოკითხული 63 199 რესპონდენტის მოსაზრებებს და იკვლევს მათ დამოკიდებულებას სხვადასხვა სფეროებში კორუფციის გავრცელების დონის, ხელისუფლების მიერ წარმოებული ანტიკორუფციული კამპანიის და კორუფციის შემცირების პერსპექტივის მიმართ.