მედიამ უნდა დაიცვას ციხეში მომხდარი წამების მსხვერპლთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა ძალადობის ამსახველ ვიდეომასალებში მსხვერპლთა იდენტიფიცირება მოხდა. მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დაზარალებულის მამამ თვითმკველობაც სცადა.
ჩვენ მოვუწოდებთ მედია საშუალებებს, მოახდინონ გლდანის მერვე საპყრობილეში შოკისმომგვრელ ვიდეო მასალაში აღბეჭდილი წამების მსხვერპლთა იმდაგვარად დაფარვა, რომ მათი იდენტიფიცირება არ მოხერხდეს. აღნიშნული ქმედება აუცილებელია, რომ თავიდან იქნას აცილებული მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების დამატებითი ღირსების შელახვა და ტკივილის მიყენება.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად ტელევიზიებმა უნდა უზრუნველყონ მსხვერპლთა პირადი ცხოვრების დაცვა, როდესაც საქმე სექსუალური ხასიათის დანაშაულს შეეხება. განსაკუთრებით კი, არასწულწლოვანთა უფლებების დაცვა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. თავდაპირველად გავრცელებულ ვიდეომასალაში ტელევიზიების მიერ ძალადობის ყველა მხვერპლთა სახეების დაფარვა არ მომხდარა.
18 სექტემბერს სხვადასხვა სატელევიზიო არხებმა გაავრცელეს ვიდეომასალა, სადაც აღბეჭდილია მერვე საპყრობილეს დაცვის თანამშრომელთა მიერ მსჯავრდებულთა მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის, წამებისა და შეურაცხყოფის სცენები. აღნიშნული ვიდეო მასალა ინტერნეტშიც არის განთავსებული.
მედია საშუალებათა მიერ არ მომხდარა დამნაშავე პირთა სახეების დაფარვა. სასჯელაღსრულებსი თანამშრომელთა უკანონო ქმედებები პენიტენციალურ სისტემაში არსებული სისტემატური წამების არსებობას ცხადყოფს. დაკავებულია ვიდეო მასალაში აღბეჭდილი და იდენტიფიცირებული რამოდენიმე ციხის დაცვის თანამშრომელი.