ჟურნალისტური კონკურსი - საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი საქართველოში - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ჟურნალისტური კონკურსი - საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი საქართველოში

20 აპრილი, 2010

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აცხადებს კონკურსს საუკეთესო სტატიისთვის საპროცესო შეთანხმების თემაზე. კონკურსისთვის მისაღებია როგორც გამოქვეყნებული, ისე გამოუქვეყნებელი სტატიები.

გამარჯვებული დაჯილდოვდება პრიზით $600 ოდენობით.

შემოტანილი სტატიები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ორიგინალურობა - სტატია მკითხველს უნდა სთავაზობდეს ახალ ინფორმაციას ან ახალ ხედვას;
  • სიზუსტე -  სტატია დამყარებული უნდა იყოს ზუსტ ინფორმაციაზე;
  • არგუმენტაცია - სტატია უნდა იყოს არგუმენტირებული;
  • რელევანტურობა - შეიძლება სტატია ასახავდეს კონკრეტულ ფაქტებს, მაგრამ უნდა მეტყველებდეს ზოგად ტენდენციაზე;
  • სტილი - სტატია უნდა იყოს გასაგები მკითხველის ფართო წრისათვის.

უპირატესობა მიენიჭება სტატიებს, რომლებიც ორიგინალურ წვლილს შეიტანენ  საპროცესო შეთანხმების თაობაზე  მიმდინარე საზოგადოებრივ დისკუსიაში.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ საკონკურსო სტატიები შემდეგ ელ-მისამართზე: alekos@transparency.ge არაუგვიანეს 21 მაისისა.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 8 ივნისისა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ვებ–გვერდზე.

print