ENG

კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციების განცხადება

07 სექტემბერი, 2012

კამპანიაეს შენ გეხება-ს მონაწილე ორგანიზაციები ვეხმაურებით ელჩების სამუშაო ჯგუფის, აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის და კოალიციისმედია ადვოკატირებისათვისმიერ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებებს Must Carry-სა და Must offer-ის არჩევნების დღის შემდგომ გაგრძელების აუცილებლობასა და ქვეყანაში მრავალფეროვანი ინფორმაციის გავრცელების კუთხით არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ:

  • Must Carry-სა და Must offer-ის ამოქმედებამ მნიშვნელოვანი წივლილი შეიტანა მრავალფეროვან ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, თუმცა, ინფორმაციის მიღება მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კვლავ შეზღუდულია;

  • დღეისათვის საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუხატავს მზადყოფნა Must Carry-სა და Must offer-ის არჩევნების დღის შემდგომ გაგრძელებასთან დაკავშირებით და ჯერჯერობით არ შექმნილა შესაბამისი მექნიზმები აღნიშნული პრინციპების გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაც არჩევნების დღეს და მის შემდეგ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების შეზღუდვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს;

  • სხვადასხვა ორგანიზაციების კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტი, საკმარისი და სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, უნდა განვიხილოთ, როგორც ფართო საზოგადოების ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების საჯარო განცხადებებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ის მზად არის ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და მოვითხოვთ:

  1. შეიქმნას გარანტიები, რათა Must Carry-სა და Must offer-ის პრინციპების მოქმედება გაგრძელდეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე;

  1. დაუყოვნებლივ მოიხსნას ყადაღა მედია საშუალებების კუთვნილ სატელიტურ ანტენებზე, უზრუნველყოფილ იქნას სატელიტური ანტენების გავრცელების შესაძლებლობა და ხელისუფლებამ ნაცვლად ყადაღისა, გამოიყენოს მონიტორინგის სათანადო მექანიზმები.

 

elections, Media