ENG

ამალია კოსტანიანის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – სომხეთის" დამფუძნებლის გარდაცვალების შესახებ

04 ოქტომბერი, 2010
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2010 წლის 30 სექტემბერს ამალია კოსტანიანის გარდაცვალების გამო. ერევანში რეგიონალური განვითარების ცენტრის დაფუძნების შემდეგ(ეს არასამთავრობო ორგანიზაცია 2001 წელს საერთაშორისო გამჭვირვალობის სომხეთის ეროვნული ბიურო გახდა) ამალია „საერთაშორისო გამჭვირვალობის”მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახე იყო. ამალია ენერგიულად და უშიშრად იბრძოდა კორუფციის წინააღმდეგ.ბევრი ჩვანთაგანისთვის ამალია არა მარტო კოლეგა, არამედ ახლო მეგობარიც იყო. მისი მოულოდნელი გარდაცვალება დიდი დანაკარგია არა მარტო ჩვენთვის და ჩვენი ორგანიზაციისათვის, არამედ მთელი სომხეთისთვის. ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ მის მეგობრებს, ოჯახს, კოლეგებს და მისთვის ძვირფას ადამიანებს. ჩვენ იგი დაგვაკლდება.