ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ უარყოფს სატელევიზიო რეკლამასთან კავშირს

16 მარტი, 2010
ცოტა ხნის წინათ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სარეკლამო კამპანია წამოიწყო. რეკლამაში საქართველო ნახსენებია, როგორც „მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესის კუთხით”. ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე” დაყრდნობით გაკეთდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობას” არასდროს გაუკეთებია ასეთი განცხადება. რეკლამაში არასწორად იქნა ინტერპრეტირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობის” „კორუფციის აღქმის ინდექსის” მონაცემები. ზემოხსენებული სარეკლამო რგოლი BBC-ზე და CNN-ზე თებერვალში გავიდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის” სამდივნომ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” უკმაყოფილება გამოთქვეს ამ რეკლამის მიმართ და ორივე ტელეარხს სარეკლამო რგოლის შესწორებული ვერსიის გაშვებაზე შეუთანხმდნენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა” მზადაა დაეხმაროს საქართველოს მთავრობას, რათა ამ ორგანიზაციის ხელთ არსებული მონაცემები და შეფასებები სწორად იქნას გამოყენებული საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ქვეყნის მიღწევების ასახვისას.