“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ , „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, კოალიციის „არჩევანის თავისუფლება“ განცხადება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ , „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, კოალიციის „არჩევანის თავისუფლება“ განცხადება

28 დეკემბერი, 2011

საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია სამართლიანი საარჩევნო გარემო და პოლიტიკური გაერთიანებებისთვის კონკურენტული, თანასწორი პირობების შექმნა. თუმცა, პარლამენტის მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილება მკაცრ და არაპროპორციულ შეზღუდვებს აწესებს კერძო სექტორისათვის, მაშინ როდესაც ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და აგიტაციის ფართო შესაძლებლობები აქვს. განსაკუთრებული წუხილის საგანია საქართველოს მოქალაქეთათვის და კერძო სექტორისთვის გამოხატვის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვა. წინამდებარე განცხადებით მოუწოდებთ საქართველოს პარლამენტს დაიცვას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები, გაითვალისწინოს სამოქალაქო სექტორის მოსაზრებები (იხ. არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრება) ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების” შესახებ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვილებების განხილვისას და მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც:

  • უზრუნველყოფს კერძო სექტორის და ამომრჩევლის გამოხატვის თავისუფლებას;
  • შექმნის პოლიტიკურ გაერთიანებებისათვის თანასწორ და კონკურენტულ საარჩევნო გარემოს;
  • არ დააწესებს მკაცრ და არაპროპორციულ შეზღუდვებს წინასაარჩევნო პერიოდში ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ამომრჩევლებს;
  • არ შექმნის ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და საფრთხეს არ შეუქმნის რიგით ამომრჩევლებს და იურიდიულ პირებს.
elections