საქართველოს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების პეტიცია - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

საქართველოს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების პეტიცია

13 თებერვალი, 2012

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც:

• ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას;

• მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს;

• განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს - საქართველოს კონტროლის პალატას;

• სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას;

• აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას.

http://www.petitions24.com/esshengexeba

Header image: 
elections